99.6%-ით ანადგურებს ვირუსებსა და ბაქტერიებს
აქტიური სანიტარიზაცია მოწინავე UV-LED ტექნოლოგიით.
Loading...
აქტიური სანიტარიზაცია მოწინავე UV-LED ტექნოლოგიით.
ფილტრავს მყარ ნაწილაკებსა და ქიმიურ ნაერთებს.
აკონტროლებს ტენიანობას და იცავს კედლებს ობისგან.
ჰაერის სანიტარიზაცია მოწინავე ტექნოლოგიის, ფოტოკატალიზის საშუალებით ხდება. მოწყობილობის შიგნით უსაფრთხო ულტრაიისფერი (UV) ნათურები ანათებენ სპეციალურ შიდა საფარს, რაც ქმნის ერთგვარ „აქტიურ ზონას“. როდესაც ჰაერი ამ ზონაში გადის, სისტემა უბრალოდ კი არ აკავებს მავნე ნაწილაკებს (როგორც ჩვეულებრივი ფილტრი), არამედ მოლეკულურ დონეზე ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების დნმ-ს, ხოლო გამონაბოლქვს, მავნე აირებსა და სუნებს სრულიად უვნებელ ელემენტებად შლის, ყოველგვარი ოზონის გამოყოფის გარეშე.
Rhinocomfort 3 აღჭურვილია მოწინავე ფოტოკატალიზური მექანიზმით, რომელიც ბიოლოგიურ და ქიმიურ დონეზე მუშაობს. სტანდარტული სისტემებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ბლოკავენ გარედან შემოსულ დაბინძურებას, სმოგსა და მტვერს, ეს მოწყობილობა მოლეკულურ დონეზე აქტიურად ანადგურებს ვირუსებს, ბაქტერიებს, მავნე აირებსა და უსიამოვნო სუნს, რაც სახლში სრულად გაწმენდილ, ჯანსაღ ჰაერს უზრუნველყოფს.
მოწყობილობის მართვა შესაძლებელია Intelliclima+ აპლიკაციის საშუალებით, რომელიც WiFi და Bluetooth კავშირის წყალობით, გაძლევთ მოწყობილობის დისტანციურად კონფიგურაციისა და კონტროლის შესაძლებლობას ნებისმიერი წერტილიდან - როგორც სახლიდან, ისე მისი ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, სისტემა სრულად თავსებადია Fantini Cosmi-ს სხვა ჭკვიან მოწყობილობებთან.
მონტაჟს სულ რამდენიმე საათი სჭირდება და მისი ინსტალაცია შესაძლებელია როგორც სარემონტო ეტაპზე, ისე უკვე გარემონტებულ ფართში. მოწყობილობა ყენდება ფასადზე გამავალ კედელზე და აუცილებელია დამონტაჟდეს საქვაბე მოწყობილობებისგან მოშორებით. სისტემა თავსდება ნებისმიერი ტიპის (აგური, ბლოკი, ბეტონი) კედელში, რომლის სისქე 28-დან 53 სმ-მდეა.
თბილისის მასშტაბით, ბლოკისა და აგურის კედელში მონტაჟის ღირებულება შეადგენს 150 ლარს, ხოლო მასიური ბეტონის კედლის შემთხვევაში — 250 ლარს. თბილისის გარეთ (რეგიონებში) მონტაჟის საფასური დამოკიდებულია კონკრეტულ ლოკაციაზე.
ფილტრის გაწმენდა რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ. მისი გაწმენდა შეგიძლიათ თავად, ან ალივოს გუნდის დახმარებით, რისი საფასურიც 50 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ფილტრის სრულად შეცვლას, რეკომენდებულია 2 წელში ერთხელ.
აპარატი მოიმხარს მაქსიმუმ 25 ვატს, რაც მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში 5 ლარამდე ხარჯია თვეში.
მაქსიმალური კომფორტისთვის, RHINOCOMFORT 3 აღჭურვილია ტენიანობის, განათებისა და ჰაერის ტემპერატურის ჭკვიანი სენსორებით, რაც სისტემას საშუალებას აძლევს ავტომატურად მოერგოს თქვენი სახლის გარემოს.