სითბოს მაღალეფექტური რეკუპერაცია
აღჭურვილია კერამიკული თბომცვლელით, რომელიც აკავებს გამავალი ჰაერის სითბოს და გადასცემს მას შემომავალ ჰაერს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის დანაკარგს.
Loading...
აღჭურვილია კერამიკული თბომცვლელით, რომელიც აკავებს გამავალი ჰაერის სითბოს და გადასცემს მას შემომავალ ჰაერს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის დანაკარგს.
იყენებს დაბალი მოხმარების მოტორსა და სმარტ სენსორებს (ტემპერატურის, VOC-ის, ტენიანობისა და განათების კონტროლით), რათა ავტომატურად შეარჩიოს ვენტილაციის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმი.
მოჰყვება მოსახერხებელი დისტანციური პულტი, რომლითაც შესაძლებელია მოწყობილობის მარტივად მართვა და პარამეტრების ცვლილება.
ECOCOMFORT PLUS აღჭურვილია მაღალეფექტური კერამიკული რეგენერაციული თბომცვლელით, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს აღდგენის 90%-ზე მაღალ კოეფიციენტს. ის ინარჩუნებს გამავალი ჰაერის სითბოს და გადასცემს მას შემომავალ ჰაერს, რაც საგრძნობლად ამცირებს ენერგიის მოხმარებას და ზრდის სისტემის საერთო ეფექტურობას.
მონტაჟს სულ რამდენიმე საათი სჭირდება და მისი ინსტალაცია შესაძლებელია როგორც სარემონტო ეტაპზე, ისე უკვე გარემონტებულ ფართში. მოწყობილობა ყენდება ფასადზე გამავალ კედელზე და აუცილებელია დამონტაჟდეს საქვაბე მოწყობილობებისგან მოშორებით. სისტემა თავსდება ნებისმიერი ტიპის (აგური, ბლოკი, ბეტონი) კედელში, რომლის სისქე 28-დან 53 სმ-მდეა.
თბილისის მასშტაბით, ბლოკისა და აგურის კედელში მონტაჟის ღირებულება შეადგენს 150 ლარს, ხოლო მასიური ბეტონის კედლის შემთხვევაში — 250 ლარს. თბილისის გარეთ (რეგიონებში) მონტაჟის საფასური დამოკიდებულია კონკრეტულ ლოკაციაზე.
აპარატი მოიმხარს მაქსიმუმ 25 ვატს, რაც მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში 5 ლარამდე ხარჯია თვეში.